გორში იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი დღეები აღინიშნება

ნოემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

14 და 17 ნოემბერს გორში იაპონური კულტურის დღეები აღინიშნება.

ამის შესახებ დღეს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა გორში ყოფნისას განაცხადეს.

სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ გორის უნივერსიტეტში იაპონურ ბიზნესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია ასევე სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ქაღალდის ხელოვნების - იაპონური ორიგამის მასტერკლასი, - რომელსაც ბავშვებს იაპონელი სპეციალისტი 14 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაუტარებს.

15:00 და 16:00 სთ-ზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ( სუხიშვილი N 20) ჩატარდება იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძის - სუშის ვორკშოპი, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად შეისწავლონ სუშის მომზადების მთავარი წესები.

17 ნოემბერს, გორის კულტურის ცენტრში (მშვიდობისN 12/ა) გაიმართება იაპონური ფილმების "რომაული აბანოების" (12:00სთ) და "მზარეული სამურაის საგა- ნამდვილი სიყვარულის ამბავი" (14:00სთ) ჩვენება.

Read 481 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი