ევრორეგიონული უნივერსიტეტის საჩივარი ჯერ არ განუხილავთ

ნოემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ვალერი სუხიშვილის თქმით, ავტორიზაციის საბჭოში შეტანილი სარჩელი შესახებ ჯერ არ განუხილავთ.

მისი თქმით, საჩივრის განხილვის შემდეგ, სასამართლოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

“მიზეზი არ ჰქონდათ ავტორიზაციის შესაჩერებლად, მაგრამ, ხომ იცით, საქართველოში დიდ ხანს არ გაახარებენ წარმატებულ პროგრამას. თამამად ვამბობ, რომ საქართველოში ბევრი არ არის ჩვენნაირი უნივერსიტეტი. ჯერ არ განუხილავთ სააპელაციოში. როდის განიხილავენ არ ვიცი. ჯერ სააპელაციომ უნდა განიხილოს, რაღაც პროცედურებია გასავლელი, შემდეგ სასამართლოს მივმართავ ზარალის ანაზღაურებაზე. არ ვაპირებ დათმობას. არ მინდა გარკვეული ძალების მსგავსად ვლანძღო ჩემი ქვეყანა და ასე მივაღწიო ჩემს მიზანს. შემეძლო ევროპის ლექტორთა გაერთიანებისთვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ არ მინდა ჩემი ქვეყანა ცუდად წარმოვაჩინო“, - ამბობს ვალერი სუხიშვილი.

Read 505 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი