ეს ინფორმაცია პაპუნა კობერიძემ რადიო "მოზაიკას" თავად დაუდასტურა. ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ "შენების მოძრაობა" არ დაუტოვებია, თუმცა ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და არა პარტიის.
"დროებით ტაიმ - აუტი მაქვს აღებული. მაგრამ, ახლა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხეა, სახლში დარჩენა არ შემეძლო. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ ახლა, როდესაც წინა რეჟიმის დაბრუნების საფრთხეს ვხედავ, მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა პიროვნება და მისი გამონათქვამები", - აცხადებს პაპუნა კობერიძე.