Print this page

გორელ ახალგაზრდებთან მშვიდობასა და ტოლერანტობაზე შეხვედრა მიმდინარეობს

ნოემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, საქართველოს უნივერსიტეტის გორის ფილიალში მიმდინარეობს შეხვედრა ადგილობრივ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შეხვედრის თემა მშვიდობა და ტოლერანტობაა.

2 საათიან ლექციას ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში თინათინ ასათიანი უძღვება. 

"ძალიან მნიშვნელოვანია გორელი ახალგაზრდებისთვის მშვიდობისა და ტოლერანტობის თემებზე ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი გამოცდილების გაზიარება და მათი პოზიციების მოსმენა ამ საკითხებზე. საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს, ამჟამად კი გორში ჩამოვედით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შესახვედრად", - აცხადებს თინათინ ასათიანი.

Read 1854 times