Back to Top
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 10:33

ნიქოზში დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Rate this item
(0 votes)

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნიქოზის ამბულატორიაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასთან.

შეხვედრის მიზანს მოსახლეობის ინფორმირებულება წარმოადგენდა დიაბეტთან დაკავშირებით. 

"მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათებთან დაკავშირებით რომელიც ამოქმედდა 2018 წლის სექტემბრიდან. დიაბეტსა და მის გართულებებზე დაწვრილებით ისაუბრა ნიქოზის ამბულატორიის ექიმ-ენდოკრინოლოგმა ქალბატონმა ქეთევან ვაშაკიძემ. მსმენელებმა მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია დიაბეტის შესახებ. ნიქოზის ამბულატორია მომავალშიც გეგმავს ასეთი სახის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას", - აღნიშნა ამბულატორიის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

Read 738 times