გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდა

ნოემბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ანწუხელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებ ოჯახებს ბინების დაკანონება დღეიდან შეეძლებათ.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები იძულებით გადაადგილებულებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა.

2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად 259717 პირს აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხოლო 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 26892 პირს.

დღევანდელი მდგომარეობით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულია 111552 პირი, ხოლო დასაკმაყოფილებელია 169835 პირი.

Read 650 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი