Back to Top
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 13:51

დე ფაქტო საგარეო უწყება: ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლნი გახდნენ

Rate this item
(0 votes)

"ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მიერ გაჩაღებული პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი გახდნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში „რბილი ძალის“ მეთოდის გამოყენების კონტექსტში", - ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეეცადოს ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებელი გაავრცელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე.

"ამგვარი მოწოდების არსებობა რეზოლუციაში იმის მკაფიო მტკიცებულებაა თუ რაოდენ ცუდად იცნობენ ევროპარლამენტარები რეალურ ვითარებას. ისინი საქართველოს მიერ გაჩაღებული პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი გახდნენ“, - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამგვარი რეზოლუციები პროპაგანდისტულ ელემენტებს ეფუძნება და დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

Read 757 times