Back to Top
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 15:59

ხვალ გორში არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლაში, პარასკევს, 16 ნოემბერს, 13:00 საათზე, არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგების განხილვა მოეწყობა. 

შეხვედრას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთევან ბებიაშვილი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) რეგიონალური კოორდინატორი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ნინო ბიბილეიშვილი გაუძღვებიან. ისინი დამსწრე საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურზე შიდა ქართლის რეგიონში, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ. 

გორის მუნიციპალიტეტში სულ 105 საარჩევნო უბანია, აღნიშნული ორგანიზაციები წინასაარჩევნო პროცესებს და უშუალოდ არჩევნების დღეს არსებულ ვითარებას აკვირდებოდნენ. პირველი ტურის შედეგად გორის საოლქო - საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

Read 748 times