კოვზიაშვილი: ყველა საბავშვო ბაღში აღმზრდელის ხელფასი 400, ძიძისა კი- 300 ლარი იქნება

ნოემბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი 7 772 000 ლარით განისაზღვრება, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 1 618 300 ლარით მეტია.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხემძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ დაფინანსების მატებას საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაში ასახავენ.

“მომავალი წლისთვის ჩვენ მოვითხოვეთ 7 800 000 ლარამდე დაფინანსება. გვითხრეს, რომ ამ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებდნენ და იმ ოდენობით გავზრდით საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასებს, როგორც გათვალისწინებული გვქონდა. ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ საბავშვო ბაღებში, აღმზრდელებსაც და ძიძებსაც, ყველა ბაღში ერთნაირი ხელფასი ჰქონოდათ. 2019 წლიდან ყველა აღმზრდელი დარიცხვით მიიღებს 400 ლარს, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) კი 300 ლარს“, - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

Read 15173 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი