გორში ტურისტული ცენტრი მომავალ წელს გაიხსნება - პროექტის ჯამური ღირებულება 2 100 000 ლარია

ნოემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ტურისტული ცენტრის მოწყობა 2019 წელს დასრულდება.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ხოლო მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება და გაზაფხულზე დასრულდება. როგორც გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, გაზაფხულზე მოხდება ტურისტული ცენტრის გახსნაც.

მერი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, ასევე 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი. ტურისტული ცენტრის შექმნა ქალაქში შემოსული ტურისტების საფეხმავლო ბილიკებით და სპეციალური ადგილობრივი ტრანსპორტით მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანს რაც შეეხება, გორის მერი აცხადებს, რომ საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მოხდება, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება და ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მეტი შესაძლებლობები შეიქმნება.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ტენდერში სამშენებლო კომპანია #3-მა გაიმარჯვა. პროექტი "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი კი 300 000 ლარი. საგრანტო განაცხადი კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა

Read 1235 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი