Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 03 თებერვალი 2018 16:56

"მოზაიკა" აცხადებს კონკურსს წერის მოყვარულებისთვის

Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ აცხადებს კონკურსს. მსურველებმა მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე, უნდა დაწერონ წერილი (ბლოგ პოსტი) და გამოგვიგზავონ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

აუცილებელია, ავტორი საკუთარ საკონკურსო ნაშრომში მიმოიხილავდეს გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ან/და საზოგადოებაში არსებულ პრობლემას, ახდენდეს მის იდენტიფიცირებას, გვიჩვენებდეს მისი მოგვარების საჭიროებას და გვთავაზოდეს ვითარების გაუმჯობესების საკუთარ ხედვას. (ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას.)

საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 1 500 სიტყვას. 

ყველა მასალა 2018 წლის თებერვლის ბოლომდე გამოქვეყნდება რადიო „მოზაიკას“ ვებ.გვერზე www.radiomosaic.ge.

გამარჯვებული გამოვლინდება 3 მარტს. მათგან ერთ საუკეთესოს შეარჩევს რადიო „მოზაიკა“, ხოლო მეორეს - მკითხველი (აუდიოტორია საკუთარი რჩეულის გამოვლენას შეძლებს ფეისბუქის "ლაიქების" საშუალებით).

გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზს, 50 ლარის ოდენობით. 

Read 2352 times Last modified on ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 19:25