Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 22:01

ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელია

Rate this item
(0 votes)


ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე პირველი ქართველი გამარჯვებული გამოვლინდა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველი სპორტსმენი უფრო აქტიური იყო და საბოლოოდ ერთი ვაზარით მოიგო.

მიმდინარე ტურნირში მონაწილეობას კიდევ რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი იღებს, მათ შორის ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზებედა რეხვიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ხვალ ბრძოლაში შავდათუაშვილი მეორე ტურიდან ჩაერთვება და პუერტორიკოელ ჯეფრი რუისს დაუპირისპირდება.

Read 1029 times Last modified on პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 22:05