Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 18 ნოემბერი 2018 17:08

ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Rate this item
(0 votes)

ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში, ძიუდოში ტრადიციული გრან-პრის გათამაშება მიმდინარეობს, სადაც დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილმა დამატებითი დროის 8:19 წუთზე გერმანელ ზინგს მესამე შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე პირველი ქართველი გამარჯვებული გორის საჭიდაო სკოლის აღზრდილი, ვაჟა მარგველაშვილი იყო. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა

Read 898 times