გორში 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღეს განახლდება

ნოემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

უკვე მეოთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ასევე უცნობია, რა ტერიტორიაზე განახლდება ძებნა. შსს-ს ოპერატიული ჯგუფები პარკის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.

არსებული ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ი. ნ . -მ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ. სავარაუდოდ, სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.

11 წლის ზ. ბ. გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ბავშვის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.

Read 1042 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი