კომისიების ერთობლივ სხდომაზე გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

ნოემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან შენიშვნებზე ახლა მსჯელობენ.

“ახლა ვმუშაობთ ჩვენ ამ შენიშვნებზე. უნდა შევიტანოთ ბიუროში, რომ გაითვალისწინონ. დღეს გვაქვს ფრაქციის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ ჩვენს შენიშვნებზე და შემდეგ უფრო დასაბუთებულად გვეცოდინება, რა მოგვწონს და რა არა ახალი ბიუჯეტის პროექტში“, -ამბობს ვასილისა ჯაბახიძე 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი საბოლოო სახეს კომისიების მიერ შეტანილი შენიშვნების განხილვის და მერიის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს. 

“კომისიებს მუშაობა დაწყებული აქვთ. ველოდებით ამ დღეებში, რომ შენიშვნები შემოვიდეს. შემდეგ მოხდეს მათი სისტემატიზაცია, მერე გადავუგზავნით მერიას, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე კენჭს ვუყრით“, - განაცხადა დავით რაზმაძემ

მომავალი წლის პროექტის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტი 39 მლნ 109 ათასი ლარითაა განსაზღვრული. თანხა, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 8 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები მომავალი წლისთვის მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობისკენ. 

Read 691 times Last modified on Last modified on ნოემბერი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი