Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 13:11

ენმ: ჩვენ რომ არ ვიყოთ, ტელეფონით ჩაატარებდნენ საკრებულოს სხდომებს

Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკუთარი მოვალეობებისა და ხალხისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. 

ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებს არასერიოზულად ეკიდებიან - არ ეცნობიან დღის წესრიგს, არ აჟღერებენ შენიშვნებს და კენჭისყრაზე გამოტანილ საკითხებსაც, მმართველი გუნდის ინტერესების შესაბამისად, უჭერენ მხარს. 

"ბიუჯტის პრიორიტეტები უნდა გადაიხედოს, რადგან ჩვენ ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას და ვიცით რა პრობლემები დგას მათ წინაშე. ვიცით, მათგან რომელია ყველაზე მწვავე და მტკივნეული. ჩვენ სწორედ ასეთ საკითხებს ვაყენებთ ხელისუფლების წინაშე და მზად ვართ ხალხის ხმა ჩვენი ფრაქციის სახით, უფრო ხშირად და ხმამამაღლა გავაჟღეროთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განსხვავებით "ქართული ოცნების" დეპუტატებისგან, რომლებაც დღის წესრიგიც არ იციან, რაზე იღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, უფრო მეტიც შენიშვნებიც არ აქვთ მმართველ გუნდთან და აღმასრულებელთან, ისინი მხოლოდ იმისთვის არიან მისულები რომ ძალიან მალე ჩაიაროს სხდომამ. ჩვენ რომ არ ვიყოთ საკრებულოს სხდომებს, მერწმუნეთ ტელეფონით ჩაატარებდნენ", -აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

Read 1152 times