დევნილების განცხადებით, მათთვის აშენებულ ახალ კორპუსებში, არაერთი ხარვეზია

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, ბინების მათთვის გადაცემის შემდეგ, საცხოვრებელ ფართებში მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები გამოვლინდა.

მათი თქმით, არ არსებობს გათბობის სისტემა, ხშირია წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები, ფანჯრები არ იხურება ჰერმეტულად, და ზოგადად, ბინების მოწყობისთვის უხარისხო მასალაა გამოყენებული.

"ყველა ბინაში, ფანჯრები არ იხურება ნორმალურად. წვიმის დროს წყალი შემოდის ფანჯრებიდან. იყო შემთხვევები, როდესაც წყალგაყვანილობის სის​ტემამ ვერ იმუშავა და რამდენიმე სართული ჩარეცხა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სასმელი წყლის მიწოდების სისტემა გარეთ არის და ზამთრისთვის ახლა მისი შეფუთვაა საჭირო. ე.წ. "ჟოლოპებიც" ისეა დაყენებული, რომ წყალი პირდაპირ სადარბაზოსთან გროვდება. თითქოს არაფერი, მაგრამ ერთობლივად, უკვე დიდ პრობლემებს ქმნის", - გვითხრა დევნილმა, ღვთისო ლობჟანიძემ.

Read 3195 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი