დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, მედიასა და კვებაზე - გორში გერმანულ პრაქტიკაზე იმსჯელეს

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ ბაინდურაშვილმა ლტოლვილებსა და დამოკიდებულების მქონე პირებთან (ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, მედიასა და კვებაზე) მუშაობის, მიდგომებისა და სტანდარტების გერმანულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

შეხვედრა გორის დემოკრატიის სკოლაში მოეწყო და კურსადმათავრებულებთან ერთად სხვადასხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, თუ რა გამოცდილება მივიღე პროგრამის ფარგლებში და თუ როგორ შეუძლია სხვა მსურველს მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში. რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო და შემდეგ რა პროცედურები უნდა გაიარონ", - ამბობს მარიამ ბაინდურაშვილი.

გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა IFA-ს (Institut für Auslandsbeziehungen) კროსკულტრურული გაცვლითი პროგრამის კონკურსში გაიმარჯვა და ორი თვით იმყოფებოდა სტაჟირებაზე გერმანიის ქალაქებში შტუტგარტსა და ჰამბურგში. მარიამ ბაინდურაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია და ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „ნაბიჯი მომავლისკენ“ ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების კონსულტანტად და „საქართველოს სამარიტელთა კავშირში“ ადრეული ინტერვენციის სპეციალისტად.

Read 599 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი