მღვდელი გიორგი კარელიძე: გორიჯვარზე ცხვრის აყვანა, დაკვლა და მოლხენა არაა ქრისტიანული

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დიაკონი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს შესაწირის ცნება არასწორად ესმით. სასულიერო პირი განმარტავს, რომ შესაწირი გულისხმობს მატერიალურად შეჭირვებული ადამიანებისადმი კუთვნილების უანგაროდ გაცემას.

"შესაწირი არის ის, როდესაც ადამიანი, გამომდინარე მისი რწმენიდან, უანგაროდ გასცემს საკუთარ კუთვნილებას იმ ადამიანისადმი, რომელსაც ეს სჭირდება. დღეს, როგორც არის დამკვიდრებული, რომ ადამიანი ცხვარს აიყვანს და შემდეგ, ამ ცხვრიდან გაჭირვებულ ადამიანს არაფერს უწილადებს და თვითონვე მოიხმარს ამ ყოველივეს, არ ჰგავს შესაწირის იმ ფორმას, რომელსაც აკეთებენ ქრისტიანები. ტრადიცია იყო ასეთი: როდესაც შორი გზიდან მიდიოდნენ სალოცავებში, რა თქმა უნდა, ვერ წაიღებდნენ მზა საკვებს. ამიტომ, მიჰყავდათ შესაწირი - ეს იყო ცხვარი, ზვარაკი თუ დეკეული და მიჰყავდათ ორი. ერთს გადასცემდნენ მონასტერს (გაჭირვებულების დასახმარებლად), ხოლო მეორეს იყენებდნენ საკვებად. ამ 70-წლიანმა ათეისტურმა წყვეტამ დატოვა მხოლოდ გარეგნული ფორმები - ცხვრის აყვანა, დაკვლა და შემდეგ მოლხენა. თუმცა, საგრძნობლად არის ვითარება ამ მხრივ გამოსწორებული. რაც ხდებოდა ათი წლის წინ, ისეთი მასშტაბებით აღარ ხდება", - გვითხრა გიორგი კარელიძემ.

დიაკონი ამბობს, რომ პირუტყვის/ფრინველის დაკვლას არ უნდა ჰქონდეს რელიგიური რიტუალის დატვირთვა.

"რელიგიურად, რაც კი შეიქმნა სამყაროში, ადამიანს მიეცა. ჩვენ ხომ მოვიხმართ ამ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა, მაგრამ დაკვლას არ უნდა ჰქონდეს რელიგიური მნიშვნელობა. რიტუალური ფორმა, თითქოს ღმერთს სჭირდება ეს და მე უნდა დავკლა აუცილებლად, და ესაა შესაწირი, რა თქმა უნდა, არ არის წორი".

​სასულიერო პირის თქმით, გორიჯვრობის ყოველ დღესასწაულზე, მომლოცველები საკლავის ტყავს და შიგნეულობას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან, რაც მიუღებელია.

"გორიჯვარზე, დაბლა, სადაც კლავენ ხოლმე საკლავს, იქვე ყრიან ტყავს, წელებს და ა.შ. ან ყრიან ხევში. ეს ყველაფერი იწვევს შემდეგ ძალიან ცუდ მდგომარეობას. იქამდე, სანამ ყველა ისწავლის, რა ფორმით უნდა შესწირონ, საჭიროა პრევენციული ზომები აუცილებლად", - ამბობს მამა გიორგი.

Read 13566 times Last modified on Last modified on ნოემბერი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი