გორის სპორტის სასახლის მშენებელ კომპანიას პირგასამტეხლო დააკისრეს

ნოემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, გორის სპორტის სასახლის მშენებელ კანადურ კომპანიას 180 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოები ერიცხებოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანია "BEHLENINDUSTRIES LP" ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოები დაესრულებინა 2017 წლის 1 ივლისამდე. ხოლო მიღება - ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო ამავე წლის 31 აგვისტომდე.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა მშენებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სამინისტრომ მყისიერად არ გამოიყენა პირგასამტეხლოების დარიცხვის უფლება. 

უწყებამ სანქციების გამოყენება 2017 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. კანადურ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02% ერიცხებოდა. პროცესი 180 დღე გაგრძელდა და 2017 წლის 27 დეკემბერს დასრულდა.

Read 416 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი