სალომე ზურაბიშვილი: ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის მიზანი ქართლელი მეწარმეების დახმარებაა

ნოემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, შვილთან, თეიმურაზ გურჯესტანთან ერთად, გორში, ხილის გადამამუშავებელი საწარმო "კულა" დაათვალიერა.

ქარხნის სიმძლავრეების გაცნობის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საწარმოში დასაქმებულ პირებს და ხილის ჩამბარებელ ფერმერებს გაესაუბრა.

მისი თქმით, შიდა ქართლი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის კუთხით და მისი ძირითადი მიზანიც, ამ რეგიონის მეწარმეების დახმარებაა.

"მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვეცდები დავეხმარო მეწარმეებს საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქციის რეალიზებაში, იმისთვის რომ ქართველმა გლეხმა აღარასოდეს თქვას, თუ რუსეთის ბაზარზე არ გავყიდით პროდუქციას, არაფერი გვეშველებაო. ფერმერები, რომლებიც აქ იყვნენ, არიან მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მათი გაძლიერების მიზნით. მცირე და საშუალო მეწარმეები ძალიან სჭირდება ქვეყანას თავისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისათვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საწარმოში საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

Read 339 times Last modified on Last modified on ნოემბერი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი