კოვზიაშვილი: საბავშვო ბაღებში ფულის შეგროვება ავკრძალეთ

ნოემბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, აღსაზრდელების მშობლები არაერთხელ გააფრთხილეს თავი შეეკავებინათ ბაღში ნებისმიერი რაოდენობის თანხის შეგროვებისგან.

სააგენტოს ხელმძღვანელი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გორის მე-4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს, ჭერის შესაკეთებლად, თანხის გაღება სთხოვეს. 

ამავე თემაზე: მშობლები: საბავშვო ბაღში ჭერის შესაკეთებლად თანხა მოგვთხოვეს 

"აუცილებლად გავარკვევ, ტყუილად ამბობენ ამას მშობლები თუ მართლაც დაავალეს. მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. ბაღი არის უფასო და ჩვენ მშობლები არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ არანაირი ფულის დადება არაა საჭირო. ვცდილობთ, ზეიმებიც კი შევზღუდოთ და უფრო მეტად წინ წამოვწიოთ საჩვენებელი გაკვეთილები", - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

Read 1829 times Last modified on Last modified on ნოემბერი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი