ოპოზიცია: "ქართულმა ოცნებამ" კრიმინალური ავტორიტეტები შემოიკრიბა

ნოემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიკო ხმიადაშვილი, იგივე "რობოტა", „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის - რამდენიმე დღის წინ გორის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებაზე იყო და დარბაზში ყოფილი პარლამენტარის, თამაზ შიოშვილის გვერდით  იჯდა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შიდა ქართლში, განსაკუთრებით კი გორში, სწორედ "რობოტა“ არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ბედი ანდო.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ შიდა ქართლი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს ჩააბარეს, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ტირძნისელი "რობოტას“ და მისი ძმის - კახა ხმიადაშვილის, დახმარებით ცდილობს.

15 წლის წინ, ნიკო ხმიადაშვილის, იგივე "რობოტას“ დაკავება ქართული მედიის მთავარი თემა იყო.  შსს თანამშრომლებმა ის მოპარული ავტომობილების გადაყვანის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის და კონტრაბანდისთვის დააკავეს.

ერგნეთის ბაზრობის მფარველი, მის ჯგუფთან ერთად, სამართალდამცავმა უწყებამ კონტრაბანდის მამებად გამოაცხადა და დააკავა.

Read 698 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი