Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 12:55

საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას მასში შეტანილი შენიშვნების გასაცნობად გადაუგზავნა.

გორის მერმა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოს მიერ შემუშავებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

“გადმოგზავნა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი. შენიშვნებს ჯერ არ გავცნობივარ, უახლეოს პერიოდში გავეცნობი. სავარაუდოდ, დღეს დავიწყებთ მასზე მუშაობას“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ინფორმაციით, შენიშვნები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.

“ყურადღება გამახვილდა სოფლებში გარეგანათებების დასრულებაზე. ასევე, იყო გზების მოხრეშვაზე, საუბარია შიდა გზებზე. ამასთანავე, შენიშვნები შეეხო საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და სკოლების ეზოების მოწესრიგებას“,- განაცხადა დავით რაზმაძემ.

Read 1050 times