გორის საარჩევნო კომისია: გორში ამომრჩეველთა რაოდენობა უმნიშვნელოდ არის გაზრდილი

ნოემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 300 -ით არის გაზრდილი", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გორის N 32 საარჩევნო ოლქში 111 930 ამომრჩეველია რეგისტრირებული

"პირველი ტურისთვის იყო 111 623 ამომრჩეველი რეგისტრირებული. უმნიშვნელო ცვლილებაა - ამჟამინდელი მონაცემებით, გვყავს 111 930 ამომრჩეველი. ესენი არიან ძირითადად ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის", - განაცხადა მირუაშვილმა.

​გორში რეგისტრირებულ 111 930 ამომრჩეველს 105 საარჩევნო უბანზე მიეცემა ხმის მიცემის საშუალება. 

 

Read 703 times Last modified on Last modified on ნოემბერი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი