თენგიზ ხუბულური: ჩვენი მხრიდან კანონი არ დაირღვევა

ნოემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა და სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა, თენგიზ ხუბულურმა არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადება გააკეთა.

დეპუტატი საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან, კანონი არ დაირღვევა.

"მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე განწყობა და მოლოდინი გამარჯვებას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან არც პირველ ტურში დარღვეულა კანონი და ასე იქნება მეორე ტურშიც. როგორც 28 ოქტომბერს, ხვალაც უბანთან ახლოს, სიტუაციას პოლიცია გააკონტროლებს, რომ დაცული იყოს წესრიგი და მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს საარჩევნო პროცესმა. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს პირველ ტურში აგიტაციასთან დაკავშირებით, ჩვენი აგიტატორები უბნის პერიმეტრზე თუ იქნებიან, ამით არაფერი არ ირღვევა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მოლოდინი გვაქვს, რადგან მეორე ტურის საარჩევნო კამპანია განსაკუთრებული მობილიზაციით გამოირჩეოდა. მობილიზაციაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ "სპეცნაზს" ჩამოვიყვანთ და ა.შ. უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას", სადაც შეიძლება რომ იდგნენ უბანთან, ხვალაც იქ იდგებიან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდე შეინარჩუნონ და დაიცვან წესრიგი", - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

Read 345 times Last modified on Last modified on ნოემბერი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი