"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელს გორში საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

ნოემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელს გორში, მე-15 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.


"მე-15 საარჩევნო უბანზე (გორის მე-5 საჯარო სკოლის შენობა) რეგისტრატორები და კომისიის წევრების ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას ავლენენ, ჩვენი ერთი წარმომადგენელი უბნიდან გამოაძევეს" , - ეს განცხადება რადიო მოზაიკასთან "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელმა თინათინ თანდიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, რეგისტრატორებისა და კომისიის წევრების გაღიზიანება ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ გამოვლენილმა სავარაუდო დარღვევის ფაქტმა გამოიწვია, რის შედეგადაც კენჭი უყარეს მის უბნიდან გაშვებას.

"გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ აგრესიას, მას არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ რეგისტრატორები გაეკონტროლებინა. კერძოდ, ის არკვევდა ერთ-ერთი ამომრჩეველი ნამდვილად მის სახელისა და გვარის გრაფაში აწერდა თუ არა ხელს. ერთ-ერთი ამომრჩეველი ჩვენმა წარმომადგენელმა საეჭვო პიროვნებად მიიჩნია, ამის შემდეგ ჩვენმა წარმომადგენელმა თავაზიანად მოითხოვა მისი პირადობის მოწმობა, იმის დასადგენად ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა უბანზე შემოსულ ამომრჩეველს. ამ ფაქტზე ატეხეს მთელი ამბავი და კენჭი უყარეს იქ მყოფმა კომისიის წევრებმა და ამის გამო გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან", - აცხადებს თინათინ თანდიაშვილი.

Read 546 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი