Back to Top
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 11:31

საია: რეგისტრირებულ დამკვირვებელთა ბეიჯებს ვადა გაუგრძელდათ

Rate this item
(0 votes)

ატენში, #25-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის ბეიჯს ვადა 2018 წლის 20 ნოემბერს გაუვიდა, - ეს ფაქტი "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელმა კანონდარღვევად მიიჩნია. 

დატანილი მონაცემების მიხედვით, ულიანა პეტროვას ბეიჯს ვადა 2018 წლის 20 ნოემბერს აქვს გასული., და ის არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით აკვირდება. 

რადიო "მოზაიკა" დაუკავშირდა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელს. ქეთი ბებიაშვილის თქმით, ცესკოს დადგენილებით, პირველ ტურში მოქმედ ბეიჯებს ვადა ავტომატურად გაუგრძელდათ. 

"არანაირი კანონდარღვევა არ არის. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ უფლება დღეს, საარჩევნო უბნებზე პირველ ტურში მოქმედი ბეიჯებით ისარგებლონ. ეს არის ცესკოს 7 ნოემბრის დადგენილება", - გვითხრა ბებიაშვილმა.  

 

Read 888 times Last modified on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 12:05