ოპოზიცია: მაგიდები სპეციალურად მიდგმულია კედელთან, რომ დამკვირვებლებმა ვერ იმუშაონ

ნოემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ატენში, 87-ე უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელმა, გია ქრისტესიაშვილმა მიაწოდა. ამის მაგალითად ის ატენის 87-ე საარჩევნო უბანს ასახელებს, სადაც მისი თქმით, შეკამათებაც მოხდა..

"ჩვენ დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება ნორმალურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. კომისიის წევრების მაგიდები კედელთან ახლოს აქვთ მიდგმული და ფაქტიურად შეუძლებელია გავლა, რომ გაკონტროლდეს ამომრჩეველი, რა პროცედურებს გადის მაგიდებთან. მაგალითად, აწერს თუ არა ხელს თავისი სახელისა და გვარის გრაფაში ამომრჩევლი, აქვს თუ არა ხმის მისაცემად მისულ პიროვნებას თავისი პირადობის მოწმობა და ა.შ. სწორედ ასეთ ვითარებაში, რაც აქ ხდება მარტივადაა კარუსელის დატრიალება შესაძლებელი, რადგან წინა მხრიდან ვერ მიუდგებიან ჩვენი დამკვირვებლები, ბრალს დასდებენ პროცესის მიმდინარეობის ხელის შეშლაში და უბანს დაატოვებინებენ. ჩვენი მითითების მიუხედავად, მაგიდები ამ დრომდე კედელთანაა მიდგმული და გადაადგილება უკანა მხრიდან შეუძლებელია", - აცხადებს გია ქრისტესიაშვილი.

Read 805 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი