"შავი სამყარო" საარჩევო უბნებთან - ხელისუფლების პასუხი ბრალდებებზე

ნოემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები არიან მობილიზებულები - აღნიშნულზე რადიო "მოზაიკასთან" გაერთიანებული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.

"აი, მაგალითად, გორის #32 საარჩევნო უბანთან უპრეცენდენტო მობილიზებაა. დგანან მანქანები და ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც მოსულ ამომრჩეველს ანიშნებენ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა", - ამბობს თეონა ფანქველაშვილი. ის არჩევნებს "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" სახელით აკვირდება. 

გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონული შტაბის უფროსი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ვითარებაა სხვა უბნებზეც. 

"იგივე ხდება არაერთ უბანზე. ჩვენ გვაქვს გადაღებული კადრები და დღის ბოლომდე ვაპირებთ ვიდეო გადაღების გაგრძელებას", - გვითხრა ბასიშვილმა. 

საარჩევნო პროცესში "შავი სამყაროს" ჩართვას აფსურდულს უწოდებს სალომე ზურაბიშვილის გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ ხუბულური.

"ეგენი ავრცელებენ ჭორებს, ქურუდული სამყაროს წარმომადგენლები ვინც იყვნენ, ან ციხეში სხედან, ან გაქცეულები არიან ქვეყნიდან. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, როგორც არაერთხელ განვაცხადე. პოლიციელები უბნებთან წესრიგის დასამყარებლად არიან და აკონტროლებენ სიტუაციას, რომ არ ჰქონდეს ადგილი რაიმე კანონდარღვევას", - აცხადებს თენგიზ ხუბულური.

Read 516 times Last modified on Last modified on ნოემბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი