Back to Top
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 14:39

ერგნეთში ახალგაზრდები მწერლებს ხვდებიან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვები მწერლებს, რატი ამაღლობელეს, ლაშა ბუღაშვილისა და დათო ტურაშვილს ხვდებიან. შეხვედრას მასპინძლობას აგვისტოს ომის მუზეუმი უწევს.

მუზეუმის წარმომადგენლის, ლია ჩლაჩიძის განმარტებით, საუბარი დემოკრატიულ  ღირებულებებს ეხება. ასევე განხილული იქნება თუ რა არის ვიზალიბერალიზაცია და რა ვალდებლებები აქვს ქვეყანას აღებული.

„მწერლებს მაინც განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ისინი უფრო მარტივი და გასაგები ენით გადასცემენ მომავალ თაობას ინფორმაციას ევროპულ ღირებულებებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ მედიათეკას ვხსნით მუზეუმში და მწერლები წიგნებსაც გვაჩუქებენ“, - განაცხადა ჩლაჩიძემ

Read 1352 times Last modified on ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 14:50