Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 17:54

#არაშავჯიპებს - გორი პრემიერის მოწოდებას ეხმაურება

Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

პრემიერისგან განსხვავებით, შავი ჯიპების ეპოქის დასრულებას არ ჩქარობენ გორში. ადგილობრივ თვითმმართველობაში, საჯარო მოხელეების პირად განკარგულებაში ათობით ავტომანქანაა.  მხოლოდ გორის მერიის ბალანსზე 18 მანქანა ფიქსირდება. მათი საერთო ღირებულება კი 930 000 ლარს  აღწევს. ამ რაოდენობიდან, გაცილებით თვალშისაცემი 2008 წელს გამოშვებული შავი ფერის ტოიოტა პრადო და ამავე ასაკის ჰიუნდაი ტუქსონია.

 

მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ იყენებს გორის მერის ერთ-ერთი მოადგილე. ეკა სუხიშვილი ამბობს, რომ სამსახურის ავტომანქანით სარგებლობის უფლება, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სხვა თანამშრომლებს მიანიჭა.

გორის საკრებულოის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წინადადებები, ადგილობრივი  თვითმმართველობისთვის ყოველთვის მისაღები უნდა იყოს.  დავით რაზმაძის ინფორმაციით, მისი სამსახურის ბალანსზე მხოლოდ ერთი ავტომანქანა, 2008 წელს გამოშვებული სედანია.  

სამსახურის ბალანსზე არსებული შავი ჯიპით მოძრაობს რეგიონის გუბერნატორიც. სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კახა სამხარაძეც მიესალმება, თუმცა იტყვის თუ არა უარს ჯიპზე, ჯერ არ იცის.

შენების მოძრაობის წარმომადგენელ ბადრი ნანეტაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ეს განცხადება პოპულისტურია.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა გაუჭირდება. მინდია გოდერძიშვილი ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეები თბილისიდან  წამოსულ  მოთხოვნას, მოსწონთ თუ არა, ყურადღების მიღმა ვერ დატოვებენ.

გიორგი ოგანესიანი კი მთავრობას  საკუთარ  ინიციატივას სთავაზობს.

 

 

ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მის ბალანსზე არსებულ ავტოპარკში ცვლილებებს განახორციელებს, გორის მერია 18 ავტომანქანის ტექნიკურ დათვალისერებაზე ტენდერს აცხადებს.

რამდენად გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება პრემიერის ინიციატივას ეკოტრანსპორტით მოძრაობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია, რადგან გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა მაღალი გამავლობის მანქანების აუცილებლობას სოფელბის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მუდმივად აპელირებს.

 

Read 3301 times Last modified on ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 18:10