გორის ოლქში 1948 ბიულეტენი გაბათილდა

ნოემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გორის 32-ე ოლქში, ბათილად სულ 1948 ბიულეტენი ჩაითვალა, რამაც მთლიანი რაოდენობის 2.84% შეადგინა.

აქედან, ქალაქში 859, სოფლებში - 1027, დევნილთა დასახლებებში კი - 62. ბიულეტენები არ გაბათილდა მხოლოდ კვარხეთისა და ყველაანთუბნის საარჩევნო უბნებზე.

აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. კონკრეტულად კი 37-ე უბანზე (ყველაანთუბანი) რეგისტრირებული 300-ამომრჩევლიდან უბანზე 159 მათგანი მივიდა, 41-მა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა, 118-მა კი ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

57-ე უბანზე (კვარხეთი) კი რეგისტრირებული 300 ამომრჩევლიდან უბანზე 200 გამოცხადდა, მათგან 68 - მ ხმა გრიგოლ ვაშაძეს, 132-მა კი სალომე ზურაბიშვილს მისცა.

Read 587 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი