გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა ზურაბიშვილმა ვარიანში მიიღო

ნოემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის 32-ე საოლქო-საარჩევნო ოლქში შემავალი 105 უბნიდნ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სოფელში გამოუცხადეს.

ვარიანის #40 საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 720 ხმა მიიღო. ამ რაოდენობის ხმა სალომე ზურაბიშვილს დანარჩენი 104 -დან არცერთ უბანზე არ მიუღია.

ოპოზიცია მიღებულ შედეგებს ვარიანელი ამომრჩევლის ნაწილზე გიორგი კანდელაკისა და წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ნიკო ხმიადაშვილის, (მეტსახელად "რობოტა") გავლენას უკავშირებს. ინფორმაციისთვის, აღნიშნული ორი პიროვნება ერთმანეთის მძახლები არიან.

თავად ნიკო ხმიადაშვილის სოფელში (ტირძნისი) გახსნილ ორ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 629 ხმით მოუგო.

Read 1337 times Last modified on Last modified on ნოემბერი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი