ბიბილოვი: მაინც არ გვაღიარებს არცერთი და სულერთია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი

ნოემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ჩვენთვის, პრინციპში, აბსოლუტურად სულერთია ვინ გაიმარჯვებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გვესმის, რომ ეს შედეგები არ აისახება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობებზე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც თბილისის პოლიტიკა რესპუბლიკის მიმართ არ შეიცვლება”, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

როგორც ბიბილოვი ამბობს, არცერთ ქართველ პოლიტიკოსს არ აქვს სურვილი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს და სამხრეთ ოსეთი აღიაროს.

“არ მგონია, რომ ხელისუფლებაში მოსვლით, ზურაბიშვილი ან ვაშაძე ამას გააკეთებენ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავისა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, - განაცხადა ბიბილოვმა.

Read 1148 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი