Print this page

ხუბულური: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მოსახლეობის აქტიურობამ განაპირობა

ნოემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელმა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ხუბულურმა რადიო “მოზაიკასთან“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

მისი თქმით, ზურაბიშვილის გამარჯვება საარჩევნო უბნებში მისული მოსახლეობის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. 

“პირველი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად მოსახლეობის მობილიზაცია მოხდა. ამომრჩეველთან მეტად დავამყარეთ კომუნიკაცია. მოსახლეობამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. ქალბატონი სალომე ღირსეული პრეზიდენტი იქნება“, -განაცხადა თემურ ხუბულურმა

ხუბულური სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს მეორე ტურის გამოცხადების შემდეგ ხელმძღვანელობს. დეპუტატის სოფელში, სკრის #59-ა საარჩევნო უბანზე, ზურაბიშვილმა 522 ხმა მიიღო და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 321 ხმით აჯობა.

Read 711 times