Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 10:51

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში, სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან შსს კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ფოტო შერჩეულია თემატურად.

Read 3296 times