ენმ: კვირას დაგეგმილ აქციას შიდა ქართლიდან ათასობით მხარდამჭერი შეუერთდება

ნოემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, გორში, 2 დეკემბერს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან.

როგორც ენმ - ის წარმომადგენელი, ბადრი ბასიშვილი აცხადებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გასამართ აქციას შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

"50 ათასამდე მხარდამჭერი ყავს გაერთიანებულ ოპოზიციას, ესაა ბევრად მყარი ხმა ვიდრე ძალით მიყვანილი ადამიანების და მოქრთამული ხმები. კვირას დაგეგმილ აქციაზე შიდა ქართლის რეგიონიც იტყვის თავის სათქმელს და ათასობით ადამიანი ერთხმად გააპროტესტებს იმ შედეგებს, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ გაყალბებისა და ხალხის დაშინების შედეგად შემოგვთავაზა", - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი.

Read 2107 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი