Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 12:02

საია: პირველ ტურთან შედარებით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი გაორმაგებული იყო

Rate this item
(0 votes)

"უბნებზე მცირე პროცედურული დარღვევები იყო, თუმცა, პირველ ტურთან შედარებით, უბნის გარეთ ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი გაორმაგებული იყო", - ასე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გორში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობაზე საჩივრის დაწერას პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციაში აპირებენ. 

“საერთო ჯამში ისეთ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო სერიოზული გავლენის მოხდენა არჩევნების მიმდინარეობაზე, მაგრამ, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი უბნის გარეთ გაორმაგებული იყო. ჩვენგან ორი საჩივარი დაიწერა, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციას, რადგან კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პირადი მონაცემი ჰქონდათ“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

Read 897 times Last modified on პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 15:04