Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 13:41

გორში მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

Rate this item
(0 votes)

გორის თეატრში ხვალ, 4 საათზე მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ქვათაძე ესაუბრა. 

“მის სიცოცხლეშივე გვინდოდა მისი 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გაკეთება, მაგრამ არ დაგვცალდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ მისი ხსოვნისადმი საღამოს მოწყობა. თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი შემსრულებლები, მისი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას“, - გვითხრა გიორგი ქვათაძემ

მიშიკო კოშკაძე 2018 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომღერალი ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

Read 963 times Last modified on პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 15:04