"განავითარე შენი რეგიონი" - პროექტი სტუდენტებისთვის

ნოემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“-ს და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“-ს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე "განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში შეირჩნენ ლიდერებიც.

"ჩვენი მიზანია მოსწვლეებისთვის შევქმნათ კიდევ უფრო შემოქმედებითი გარემო, აქვთ რამდენიმე შემოთავაზება, ბანაკები, სტუდენტური პარლამენტი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში და იმედი მაქვს, დევნილი მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან", -განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოსო ცოტნიაშვილმა.

"განავითარე შენი რეგიონი“ არის პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.

გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას აქვს უდიდესი გამოცდილება მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ლიდერთა სკოლის მოწყობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში შერჩეული ლიდერები ჩაირიცხებიან ზამთრის და ზაფხულის ლიდერთა სკოლაში.

პროექტის მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით უამრავი ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მათ შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ.

პროექტს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი. მისი მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, როგორც ახალგაზრდა თაობის მასიური ჩართვა, მათი ლიდერული უნარების გამოვლენის გზით სახელმწიფო განვითარების პროცესში ჩართვა

Read 646 times Last modified on Last modified on ნოემბერი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი