პედაგოგები ლოგიკმეტრმა სერტიფიკატებით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა

ნოემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მე-11 საჯარო სკოლაში ლოგიკმეტრის წარმომადგენლები პროექტ "მათემატიკური წიგნიერების ხელშეწყობა რეგიონებში“ შერჩეულ პედაგოგებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე პედაგოგები ლოგიკმეტრისგან სერტიფიკატებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

ლოგიკმეტრი მათემატიკური წიგნიერების ცენტრია, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტის მთავარი მიზანი მათემატიკური წიგნიერების გავრცელებაა რეგიონებში.

შერჩეულმა პედაგოგებმა, პირველ ეტაპზე, გაიარეს გადამზადება. გადამზადების შემდეგ მასწავლებლებს საშუალება მიეცათ საგაკვეთილო პროცესში დაენერგათ სიახლეები და მოსწავლეებთან ერთად ემუშავათ ლოგიკმეტრის ელექტრონულ პორტალზე, რომელიც ჯამში მილიონამდე ამოცანასა და ტესტს მოიცავს.

მასწავლებლებმა ლოგიკმეტრისგან ასევე ერთჯერადი ფულადი პრემია მიიღეს. ლოგიკმეტრი მომავალშიც გეგმავს პროექტის განხორციელებას სხვა რეგიონებში

Read 395 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი