კოშკაძის ხსოვნისამდი მიძღვნილი საღამო - პრეტენზია და პასუხი

დეკემბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერისთავის თეატრში მიხეილ კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმართება. ღონისძიება კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ დააორგანიზა

ღონისძიების მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა დღეს დილით, კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორისა და მიხეილ კოშკაძის მეგობრის ლექსო ვალიაურის ფეისბუქ პოსტის შემდეგ: 

"დღეს, მიხეილ კოშკაძე 50 წლის გახდებოდა,.. დღეს, გორის თეატრში ტარდება ღონისძიება(კონცერტი),.. არ მიმიწვიეს,.. კონცერტი, რომელზე დაკვრასაც მე და მიშა ერთი წელი ვგეგმავდით,.. ჩემი და ჩემი მეგობრების უამრავი მცდელობის მიუხედავად,..  მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ვარ აქტიური,.. კატასტროფაა,.. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე პირადად ასეთი შემთხვევა არ მახსენდება,..იმ ადამიანებს, ვისაც რადიკალი და უსამართლო გგონივართ ხოლმე - მხოლოდ ამ ამბითაც კი შეგიძლიათ დარწმუნდეთ რა მასშტაბების სიძულვილთან მაქვს საქმე,.. მაინც მივდივარ და მაინც ვიტყვი ჩემს მოკრძალებულ სიტყვას,.. არ ვაპირებ გავშალო ეს თემა,..  დღეს ამის დრო არ არის,.. მიშას სულს ვცემ პატივს,.. უბრალოდ ვპირდები ყველას ვინც ჩემი დაიგნორება გადაწყვიტა -  აუცილებლად აგისრულებთ ოცნებებს!!!“ , - დაწერა ვალუარმა

valiauriiiiiii

რადიო „მოზაიკა“ ამ საკითხზე ღონისძიების ორგანიზატორ ნინო წიკლაურს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, დღევანდელი საღამო მიხეილ კოშკაძის სცენარის მიხედვით დაგეგმა. წიკლაურის თქმით, კოშკაძის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მონაწილეთა და სტუმართა შორის ვალიაური არ ყოფილა. 

"ჩვენ უბრალოდ ხორცი შევასხით მიხეილ კოშკაძის სცენარს და ასე გავმართეთ დღევანდელი ღონისძიება. არა მარტო ლექსოს, კიდევ მრავალ ადამიანს უნდოდა ამ ღონისძიებაზე, თითო ნომრით მოფერებოდა გარდაცვლილ მეგობარს, მაგრამ ქრონომეტრაჟმა მათი სურვილების დაკმაყოფილების საშუალება არ მოგვცა“, - გვითხრა წიკლაურმა. 

მის ამ პასუხს ტყუილს და ფარისევლობას უწოდებს ვალიაური. ის ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებდა, თუმცა კოშკაძის ოჯახის წევრების თხოვნით, ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა.

Read 611 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი