14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს სავარაუდოდ დღეს იპოვნიან

დეკემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბავშვის ცხედარს სავარაუდოდ დღეს იპოვნიან - სამძებრო სამუშაოებს "ახალ ბაღში" თბილისიდან ჩამოსული ექსპერტების ჯგუფი ატარებს. 

იმ ადგილზე, რომელიც აქამდე სამფერი დროშებით იყო მონიშნული, ახლა კარავი დგას, სადაც ძიებას სპეციალური ტექნიკით აწარმოებენ. 

შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები "ახალბაღში" 17 ნოემბერს შეწყდა და დღეს განახლდა. მაშინ პოლიციამ მონიშნულ ტერიტორიას სკანირება ჩაუტარა. ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძიება მისი შედეგების მიხედვით განახლდებოდა. 

16 ნოემბრის შემდეგ "ახალ ბაღში" დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. აღნიშნულ პერიმეტრზე პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. 

ამავე თემაზე: სამძებრო ექსპერიმენტი "ახალ ბაღში" - სრული ინფორმაცია

Read 2760 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი