მომავალი წლიდან გუბერნიების დაფინანსება იზრდება

დეკემბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

5 ათასი ლარით გაიზრდება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსებაც და ის მომავალ წელს 630 ათას ლარს შეადგენს.

თუმცა, აქაც, სხვა ხარჯების დაზოგვით, სახელფასო ფონდი 18 ათასით იზრდება, მაშინ, როცა ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რაოდენობა 2-ით – 30-დან 32-მდე მცირდება.

თუ წინა წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2019 წელს ადმინისტრაციების შენახვაზე 402 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე, მაგალითად, 2017 წელს დაიხარჯა. თუ 2017 წელს მთლიანი ჯამი 5 მილიონ 957 ათას 800 ლარი იყო, 2019 წელს, ეს თანხა 6 მილიონ 360 ათასი ლარი იქნება.

2017 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურებისთვის, ჯამში, 4 მილიონ 150 ათასი ლარი გაიცა. 2018 წელს – 4 მილიონ 174 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლისთვის 4 მილიონ 450 ათასი ლარის გაცემაა დაგეგმილი. როგორც აღმოჩნდა სამწლიან ინტერვალში, ჯამში, შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯი 300 ათასი ლარით იზრდება.

Read 267 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი