აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია მოეწყობა

დეკემბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის ოფისი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, 5 დეკემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, გორის დემოკრატიის სკოლაში (დურმიშხან ბერუაშვილის ქ.N12) 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციას მართავს.

"10 წლის წელი გავიდა რაც რუსეთის ჯარებმა ღიად და დაუფარავად დაიწყეს საომარი მოქმედებები საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს, წინააღმდეგ და მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გამოდევნა. ეს ომი განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენი რეგიონის, შიდა ქართლის, მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ 10 წლის შემდეგ, მდგომარეობა უცვლელია და უფრო მეტიც, რუსული მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება."-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
დისკუსიაზე შემდეგი საკითხების განხილვა მოეწყობა:

  • რა ვითარებაა დღეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ?
  • როგორია აგვისტოს ომის შედეგები საქართველოსთვის და რა შეფასებები კეთდება ომიდან 10 წლის თავზე?
  • რა საშინაო და საგარეო გამოწვევებია 10 წლის შუალედსა და გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • საერთაშორისო ფორმატები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო და მათ მნიშვნელობა;
  • რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და რუსული პროპაგანდის საფრთხეები;
  • რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების მხრივ და რა გაკეთდა, ან უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
  • საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა და აღნიშნულ ინსტიტუციებში (NATO, ევროკავშირი) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელობა;
  • სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია და პერსპექტივა;
  • საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი და მონაწილეობის დონე/ხარისხი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ამ და სხვა თემებზე ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ბოლქვაძე ისაუბრებს, რომლის ლექციის შემდგომ დისკუსია გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Read 511 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი