mukilurji640X90

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია მოეწყო

დეკემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის ოფისმა დღეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად დისკუსიას უმასპინძლა. გორის დემოკრატიის სკოლაში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციას ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ბოლქვაძე უძღვებოდა.

რა ვითარებაა დღეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ?

  • როგორია აგვისტოს ომის შედეგები საქართველოსთვის და რა შეფასებები კეთდება ომიდან 10 წლის თავზე?
  • რა საშინაო და საგარეო გამოწვევებია 10 წლის შუალედსა და გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • საერთაშორისო ფორმატები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო და მათ მნიშვნელობა;
  • რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და რუსული პროპაგანდის საფრთხეები;
  • რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების მხრივ და რა გაკეთდა, ან უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
  • საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა და აღნიშნულ ინსტიტუციებში (NATO, ევროკავშირი) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელობა;
  • სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია და პერსპექტივა;
  • საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი და მონაწილეობის დონე/ხარისხი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ამ საკითხებზე დარბაზში მყოფი საზოგადოების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე გაჟღერდა ასევე იმ ყალბი ამბების გავლენებიც, რაც საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის შედეგად ვრცელდება.

Read 73 times Last modified on Last modified on დეკემბერი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი