mukilurji640X90

გორში მოხალისეების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დეკემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსოფლიო მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში ადგილობრივმა და რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა მოხალისეობის პოპულარიზაციისთვის ქუჩაში ცხელი სასმელები და ტკბილეული დაარიგეს.

გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისის, გიორგი ოგანესიანის თქმით, აღნიშნული ქმედება მოხალისეობრივი კულტურის გაზრდას ისახავს მიზნად. 

“ქალაქში გამოვედით, ჩაით, ყავით,ტკბილეულით, ბუშტებითა და პოზიტივით. ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს მივულოცეთ ეს დღე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მოხალისეობა გადამდებია და წარმატება მოხალისეობიდან იწყება. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში და გორშიც, ძალიან დაბალია მოხალისეობრივი კულტურა, ადამიანები ვერ აღიქვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის. ასეთი აქციები ამ პრობლემის მოგვარებას ხელს უწყობს და რაც უფრო ხშირად იქნება, მით მეტად გაიზრდება მოხალისეობრივი კულტურის დონე ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს გიორგი ოგანესიანი.

5 დეკემბერს მსოფლიო მოხალისეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

Read 48 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი