mukilurji640X90

ბოლქვაძე: რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ნატოში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის

დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ალიანსის წევრი - მითია", - ამის შესახებ გორის "დემოკრატიის სკოლაში" შეკრებილ საზოგადოებას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ესაუბრა.

ნინო ბოლქვაძის განმარტებით, დღეს რუსული პროპაგანდის ფარგლებში ფართოდაა გავრცელებული ე.წ. ყალბი ამბები, რის შედეგადაც საზოგადოების ნაწილი დეზინფორმაციის მომხმარებელი ხდება. ნინო ბოლქვაძე ამ პროცესში მედიის როლზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებამდე ჟურნალისტს წყაროების გაშიფვრა და მთელი რიგი პროცესების გადამოწმება მართებს. სხვა შემთხვევაში, როგორც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცეტრნის წარმომადგენელი ამბობს, მედიაც მარტივად მოექცევა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ და შედეგად მისი მომხმარებელი მაყურებელი, მსმენელი თუ მკითხველიც.

„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი ნატოს შესახებ ისაა, რომ საქართველოს რუსეთთან დღეს დაძაბულობა და კონფლიქტი აქვს იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ თუ ნატოზე უარს ვიტყვით, რუსეთი აღარაფერს აღარ გვერჩის. ეს მითი სამწუხაროდ გორელ აქტიურ საზოგადოებაშიც გამოიკვეთა. მათ გააჟღერეს ასევე კიდევ ერთი მითი - მაგალითად დღეს, რომ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული, ამის გამო ჩვენ ტექნიკურად შეუძლებელია რომ ნატოში გაგვაწევრიანონ. ამ და სხვა მითებს აქტიურად ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მანქანები. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციებს ზოგიერთი მედიის ნაცვლად საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ავრცელებენ, რომლებიც თავს ამ ქვეყნის პატრიოტებად თვლიან“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ამავე თემაზე: აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გორის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია მოეწყო

 

ფოტო: კახაბერ ქარელიძე

Read 57 times Last modified on Last modified on დეკემბერი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი