mukilurji640X90

მოსწავლე მასწავლებელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - საკითხს დისციპლინური კომიტეტი სწავლობს

დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის #12 საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებელმა კლასელების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, იმ დღეს სკოლის დირექტორი სკოლაში არ იმყოფებოდა, რადგან დირექტორებისა და მასწავლებლების შეხვედრას ესწრებოდა. შესაბამისად, რუსუდან ლომიძემ ფაქტის შესახებ 6 დეკემბერს შეიტყო. 

"არ ვიყავი სამსახურში, შეხვედრაზე ვიყავი. შესაბამისად, გუშინ გავიგე, რომ მოსწავლე მეძებდა და ამბობდა, რომ მასწავლებელმა შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ამას არც თავად მასწავლებელი და არც მისი თანაკლასელები არ ადასტურებენ. ზოგადად, ემოციური ბავშვია და შეიძლება, ამიტომ აღიქვა ასე მძაფრად", - ამბობს დირექტორი რუსუდან ლომიძე. 

მისივე ინფორმაციით, მან საკითხი შესასწავლად დისციპლინურ კომიტეტს გადასცა. 

"დისციპლინური კომიტეტი მოიკვლევს საკითხს და ვნახოთ, რას გამოავლენს. ვიცი, რომ მოსწავლის ოჯახიც საქმის კურსშია, რადგან ჩვენმა მანდატურმა თქვა, რომ მის დედას იცნობს და დელაპარაკებოდა", - თქვა ლომიძემ. 

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აქვს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნანა ტერმაკოზაშვილსაც. 

"გავიგე თუ არა ეს ამბავი, მაშინვე ვიკითხე, დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს თუ არა-მეთქი და მითხრეს, რომ უკვე ეს კომიტეტი სწავლობს ამ საქმეს", - გვითხრა ტერმაკოზაშვილმა. 

Read 457 times Last modified on Last modified on დეკემბერი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი